Hotel Castello Mare

კომპლექსი მდებარეობს შავი ზღვის პირას, რომლის არქიტექტურული იერსახე კარგად ერწყმის ციხისძირის მშვენიერ რელიეფს.   კომპლექსის ფარგლებში აშენდა 20 000 კვადრატული მეტრი  შენობა-ნაგებობები, სადაც განთავსებულია სასტუმრო და გასართობი ზონები.   მოეწყო 16500  კვადრატულ მეტრზე  გარე ინფრასტრუქტურა,  სამშენებლო მოედანთან ახლოს გამავალი სარკინიგზო ხაზი მოექცა 200  მეტრიან გვირაბში,  მოეწყო კოპლექსთან მისასვლელი გზა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პირველად საქართველოში შავ ზღვაში მოეწყო  გეოთერმული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ზღვის ტემპერატურა გამოიყენება თბური ენერგიის მისაღებად. ზღვის სანაპირო ზოლის კლიმატური პირობების შესაბამისად,   კომპლექსის მშენებლობისას, როგორც შენობა-ნაგებობებისათვის , ასევე კომპლექსის გარე ტერიტორიაზე  გამოყენებულია მაღალტექნოლოგიური  ჰიდროსაიზოლაციო მასალები და სისტემები.

1

სასტუმრო კომპლექსი ” კასტელო მარე ” შავი ზღვის სანაპიროზე, ციხისძირში.

2

3

KING DAVID

ese (1)

ჩვენი კომპანიის მიმდინარე  პროექტია მრავალფუნქციური კომპლექსი  “კინგ დავიდი”,რომელიც  თამარ მეფის ხიდთან ,   მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შემაღლებულ ქედზე მდებარეობს და ჩვენი დედაქალაქის ახალ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.   კომპლექსი შედგება  ორი 115 და 70 მეტრიანი კოშკისგან , რომელსაც კლდის რელიეფთან შერწყმული საერთო კომპლექსი აერთიანებს. . მაღალი კოშკი განკუთვნილია საცხოვრებელი აპარტამენტებისათვის, ხოლო დაბალ კოშკში განთავსებულია ბიზნეს ცენტრი.

C_05_TAMARMEPE

კომპლექსის განაშენიანების ფართია 87000 კვადრატული მეტრი.   ჩვენს მიერ დასრულებულია რკინაბეტონის სამუშაოები. საძირკვლის ფილის მოსაწყობად უწყვეტ რეჟიმში ჩაისხა  7500 მ3 ბეტონი, რაც რეკორდული მაჩვენებელია საქართველოში მაღლივი ნაგებობების მშენებლობის სფეროში.  პროექტის ფარგლებში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, როგორც მშენებლობის ,ასევე საინჟინრო სისტემების კუთხით.  ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინზე იმუშავა ჩვენი კომპანიის არქიტექტორებისა და დიზაინერების გუნდმა.

asa (1)

4

ჩვენმა  კომპანიამ  კომპლექსისთვის   დაამუშვა  მრავალსართულიანი  ავტომატური პარკინგების სისტემების პროექტი, რომელიც ახალი სიტყვაა ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

des (1)

Orexus Tower

მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი

5

უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის  დაკვეთით  ჩვენი კომპანია ახორციელებს Orexus Tower-ის მშენებლობას, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, სპორტის სასახლის მიმდებარედ მდებარეობს.  ჩვენი კომპანიის საპროექტო ჯგუფმა დააპროექტა 25 სართულიანი კომპლექსის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რკინაბეტონის კარკასის მშენებლობა.  კომპლექსის განაშენიანების ფართია 39000 კვადრატული მეტრი.

6

საცხოვრებელი სახლი ჩხეიძის ქუჩაზე

საცხოვრებელი სახლი მდებარეობს დედაპალაქის   ისტორიულ ნაწილში , ჩხეიძის ქუჩაზე. პროექტი დამუავებულია კომპანიის არქიტექტორების მერ თბილისის ძველი უბნებისათვის დამახასიათბელი სტილით და თანამედროვე დიზაინის ელემენტების ჩართვით.  9 სართულიანი შენობის განაშენიანების ფართია 12000 კვადრატული მეტრი.

7-e1466324960945