გრინ კეიპი- ინოვაციური სამშენებლო კომპანია

ჩვენს შესახებ:

გრინ კეიპი- ინოვაციური სამშენებლო კომპანია

შ.პ.ს “ გრინ კეიპი -ინოვაციური სამშენებლო  კომპანია”  საქართველოს სამშენებლო ბაზარზე ოპერირებს  2009 წლიდან. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროებია:

  • ნებისმიერი დანიშნულების შენობა- ნაგებობების პროექტირება;
  • ნებისმიერი სირთულის გრუნტის სამუშაოების წარმოება;
  • სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება, როგორც რკინაბეტონის , ასევე რკინის კარკასული კონსტრუქციებით;
  • ბეტონის ზედაპირების დამუშავება, გამყარება და პოლირება უახლესი ტექნოლოგიებით;
  • თბო და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების წარმოება თანამედროვე მასალებითა და ტექნოლოგიებით
  • შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი და მოპირკეთების სამუშაოები;
  • შენობა- ნაგებობების აღჭურვა საინჟინრო სისტემებით;
  • ნებისმიერი დანიშნულების ფართების ინვენტარით მოწყობა;

კომპანიაში   დასაქმებულია  ორასამდე  მაღალკვალიფიცირებული ადამიანი. კომპანიას გააჩნია უახლესი მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

კომპანია ფლობს   ინერტული მასალების კარიერებს.  აღმოსავლეთ საქართველოში მარნეულის რაიონში მდებარე კარიერის წარმადობაა 1200 კუბური მეტრი ცვლაში,  , ხოლო დასავლეთ საქართველოში,მდინარე ენგურის პირას მდებარე კარიერის წარმადობაა 1000 მ3 ცვლაში, რომლის სიმძლავრის გაზრდა 2000  მ3-მდე იგეგმება უახლოეს მომავალში.

კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ წამყვან ბრენდებთან , როგორიცაა Schueco, Guardian, Maris Polymers ,Simens, Shneider, Klemann,   და სხვა.

კომპანია  ქართულ ბაზარზე მუდმივად ნერგავს სამშენებლო სფეროში   მსოფლიოში აპრობირებულ  ინოვაციური ტექნოლოგიებს.

ბეტონის ზედაპირების დამუშავება უახლესი ტექნოლოგიით

კომპანიის აქტივშია   ბეტონის ზედაპირის  დამუშავება    უახლესი  ტექნოლოგიით, რომელიც წარმოადგენს ლითიუმის ბაზაზე დამზადებულ ბეტონის ზედაპირის  გამამყარებელ მასალას. აღნიშნული ტექნოლოგია  შემუშავებულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში  და შემდგომ გავრცელება  ჰპოვა მსოფლიოში. უკვე 10 წელზე მეტია ლითიუმის ბაზაზე დამზადებულმა  გამამყარებელმა ევროპასა და ამერიკაში სრულად ჩაანაცვლეს ბეტონის ზედაპირების გამყარებისა და მოვლა-შენახვის  ძველი ტექნოლოგიები.

ბეტონის ზედაპირის გამამყარებლებით  დამუშავება სამჯერ ზრდის ბეტონის ზედაპირის სიმტკიცეს, ზედაპირი ხდება ცვეთამედეგი და წყალგაუმტარი, გამორიცხავს მტვრის წარმოქმნას.  ბეტონის ზედაპირი ხდება მდგრადი სხვადასხვა გამხსნელების: ზეთების, ბენზინისა და სხვა ქიმიკატების მიმართ, ასევე იცავს გარე ზემოქმედებისგან (წვიმა, თოვლი, სეტყვა, ქარი და სხვა).

სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და გამოცდილი სპეციალისტების მეშვეობით კომპანია წარმატებით ახორციელებს  ბეტონის ზედაპირების დამუშავებას, გამყარებას და პოლირებას მაღალ დონეზე.

es2     

es1

თბო და ჰიდრო საიზოლაციო ტექნოლოგიები.

კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა თბო და  ჰიდრო საიზოლაციო  სამუშაოების წარმოება უახლესი ტექნოლოგიებით. ჩვენი კომპანია გახლავთ მსოფლიოში ცნობილი  ბრენდის  Maris Polymers წარმომადგენელი საქართველოში.

Maris Polymers არის მსოფლიოში ერთ ერთი   წამყვანი  მწარმოებელი ჰიდროიზოლაციის სისტემების, რომელიც შექმნილია პოლეურეთანის ბაზაზე.

Maris Polymers წარმატებით მუშაობს მსოფლიოს 45 ქვეყანაში ,

Maris Polymers  ჰყავს ათასობით მომხმარებელი, რომელიც დარწმუნდა ჰიდროიზოლაციის მაღალ  ხარისხში.

MARIS POLYMERS   სისტემა ფართოდ გამოიყენება როგორც ახალი შენობების მშენებლობაში, ასევე აშენებულ შენობა-ნაგებობებში.

MARIS POLYMERS – ჰიდროიზოლაციის სისტემა გამოიყენება  სახურავების, ტერასების, პარკინგების, სპორტული მოედნების, აუზების, გზების და ხიდების სამუშაოების შესრულებისას.

MARIS POLYMERS – ისი უპირატესობებია

  1. ტექნოლოგია წარმოქმნის ერთიან მემბრანას გადაბმის ნაკერების გარეშე, რაც შემდგომში  გამორიცხავს წყლის გაჟონვას
  2. წყალგაუმტარია.
  3. გამძლეა მცენარეული ფესვების მიმართ.
  4. არის წელვადი და გამოიყენება ბზარების დასაფარად.
  5. შესაძლებელია გამოიყენოს ძველ ბითუმის იზოლაციაზე.
  6. გამძლეა მზის სხივების მიმართ ამასთან ერთად უზრუნველყობს თბოიზოლაციას.
  7. ინარჩუნებს თავის ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს ტემპერატურათა დიაპაზონში ( -40 0Cდან +90 0C მდე).
  8. შესანიშნავად ეკვრის ყველანაირ ზედაპირს.
  9. პროდუქტს გააჩნია მოჭიდების მაღალი კოეფიციენტი და ნაკლებად საშიშია როგორც ფეხით მოსიარულეთა ,  ასევე საავტომობილო საშუალებების გადაადგილებითვის.
  10. გამძლეა სარეცხი საშუალებების , ზეთების და სხვა ქიმიური საშუალებების მიმართ.
  11. ამ ტექნოლოგიით დამუშავებულ ზედაპირს შეიძლება  მიეცეს ნებისმიერი ფერი და არ საჭიროებს  დამატებითი  მოსაპირკეთებელი მასალით დაფარვას


33        22
 

 11     66

44